დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაცია გამართეს
23-05-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა: ანი გაგუამ, ნინი გაგუა და ელენე თოდუამ წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის პრეზენტაცია გამართეს.

ანი გაგუამ პრეზენტაცია წარადგინა - „თევზი ხეზე“ (ავტორი ლინდა მალალი ჰანთი); ნინი გაგუამ - „რძე და თაფლი“ (ავტორი რუპი კაური) ხოლო, ელენე თოდუამ - „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ (აგათა კრისტი).

დისკუსია გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ძალადობა ოჯახში, მოსწავლის აკადემიური წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები, სწავლის მოტივაციური ფაქტორები, მასწავლებლის როლი მოსწავლის აკადემიური პროგრესის საქმეში და მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203