ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
„ბოლო ზარი“ დაირეკა მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში, სადაც იყო თეტღ პერანგებზე წაწერილი კეთილი სურვილები, ახალი ცოხვრების დასაწყისის სიხარული და უსაყვარლეს მასწავლებლებთან მშობლიურ სკოლასთან განშორების სევდა. სადღესასწაულო ტორტს კი ამშვენებდა წარწერა: „არძო ართიანიშ ვორეთ“, რომელსაც სკოლა გამოეხმაურა:
„XII კლასელების ტორტზე გაკეთებულ ამ წარწერას არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ, რადგანაც ეს სკოლაში გატარებული წლების ერთგვარ შეჯამება, რეზიუმირებად შეიძლება ჩავთვალოთ. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ამ ბავშვებს სკოლიდან უპირველეს ყოვლისა მიაქვთ ადამიანური ფასეულობების ცოდნა, რის გარეშეც არავითარ წარმატებას არ აქვს აზრი!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს