„წყალი ჩვენი სიცოცხლის წყაროა“ - ახალციხის N3 სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
23-05-2022
ახალციხის N3 საჯარო სკოლასასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში.

ახლახან, საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა - მაია ანანიკიანმა  და აიდა კირაკოსიანმა, ახალციხის N3 საჯარო სკოლაში განახორციელეს საკლასო პროექტის  პრეზენტაცია თემაზე - „წყალი ჩვენი სიცოცხლის  წყაროა".

პროექტის ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში. შეხვდნენ გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს. განიხილეს წყლის პრობლემური საკითხები. ჩაატარეს გამოკითხვა სასმელი წყლის ხარისხზე.
დაათვალიერეს სასმელი წყლის ფილტრის ნაგებობა, გაეცნენ წყლის გაფილტვრის პროცესს, დაასუფთავეს მდინარის ნაპირი და მისი მიმდებარე ტერიტორია. დაამზადეს ბანერები სხვადასხვა მოწოდებით და შექმნეს ბუკლეტი წყლის ეკოლოგიის დასაცავად.

პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203