წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის 57-ე გამოშვებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
23-05-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სკოლის 57-ე გამოშვება მშობლიურ სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობა.
XIIბ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი დალი კინწურაშვილი) ემოციური ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.