მუხურის N2 საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს და გაამწვანეს
23-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

სწორედ ასეთი მრავალფეროვანი აქტივობა მიეძღვნა დედამიწის საერთაშორისო დღესაც. მასში პედაგოგები და მოსწავლეები ჩაერთნენ. 

მათ სკოლის ეზო დაასუფთავეს, ხეები დარგეს და გარემო გაამწვანეს. 

მოსწავლეებმა თამატური ნამუშევრებიც შექმნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203