„წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ“- ბოლნისის N2 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს.
მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ჩემო ძვირფასებო და საყვარელო მე-12 კლასის მოსწავლეებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას. თქვენ ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლები ჩვენთან ერთად გაატარეთ, ხანდახან გსაყვედურობდით, გტუქსავდით, მაგრამ არ გვიბრაზდებოდით, რადგან გჯეროდათ, რომ ეს დედების სითბო და სიყვარულნარევი ბრაზი იყო, ამიტომაც ჩვენს თბილ ოჯახში ყველა ბედნიერი იყო...
წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ: ხალისიანი, ლაღი და ნაყოფიერი სტუდენტობა.
ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ ჩვენო საყვარლებო... ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: