ქართული ენის ღირსეული მცველები ქუთაისის N12 საჯარო სკოლიდან
24-05-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მე-6ა და მე-5ა (მასწავლებელი მაკა სართანია) ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარადგინეს კედლის გაზეთი - „ჩვენი ენა ქართული“, ელექტრონული რესურსი - „ბარბარიზმები“, აგრეთვე ისაუბრეს ქართველი ენათმეცნიერების ბიოგრაფიული ცნობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სიგელებით კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები: ბარბარე კორძაია, ნატალი ცნობილაძე და ბაჩო კუპატაძე დაჯილდოვდნენ.