„ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია!“- ქვემო არქევნის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ გააცილეს
23-05-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და გზა დაულოცეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია!“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203