ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო, მრავალფეროვან და განმავითარებელ სასწავლო გარემოს სთავაზობენ.ამჯერად, 15 აპრილს, სკოლის II
ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით, კრეატიულ ეთნო-სივრცეს „დედამიწელებს“ ესტუმრნენ.
„თბილ, საინტერესო და ფერად გარემოში მასპინძლის, ქალბატონი სალომე ასათიანის, მხარდაჭერით ბავშვებმა მოხატეს ქართული ანბანი, ქოთნებში საკუთარი ხელით ჩარგეს ნორჩი ყვავილები და შემდეგ სკოლაში მოაწყვეს თავიანთი ნაშრომების გამოფენა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: