დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ მონაწილეობით, თემაზე - „ომი და ლიტერატურა“, კონფერენცია გაიმართა
23-05-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დვაბზუს საჯარო სკოლაში არსებულ კლუბ „საფიხვნოს“ მონაწილეობით კონფერენცია თემაზე - „ომი და ლიტერატურა“ გაიმართა. კონფერენციის თემატიკა უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები იმ წიგნებისა, რომელიც ამ თემატიკასთან იყო დაკავშირებული.

კონფერეციას ესწრებოდნენ: დვაბზუს საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, მუზეუმების გაერთიანებიდან წარმომადგენლები და მშობლები.

კონფერენციის ორგანიზატორი კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი გახლდათ.

„მასპინძლობისათვის დიდ მადლობას ვუხდით შალვა რადიანის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ნინო ჯავალიძეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203