ლიხაურის საჯარო სკოლას 11 კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის 4 ოქროს მედლის კანდიდატია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს თერთმეტმა მოსწავლემ დაასრულა, მათ შორის ოთხი ოქროს მედლის კანდიდატია.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება დირექტორმა, ირმა მენაბდემ ემოციურად მიულოცა:
„მაისის ბოლოს კიდევ 11 ჩიტი აფრინდა სკოლის ბუდიდან. ლიხაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის 11 მოსწავლეს, მათ შორის 4 ოქროს მედალოსანს და მათ დამრიგებელს ქალბატონ ლეილა ნიკოლაიშვილს ვულოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას. გამორჩეულ, ყველასთვის საყვარელ კლასთან გამოთხოვება ემოციური და კეთილი მოგონებებით სავსე იყო. ხან ცრემლები ჯაბნიდა ღიმილს, ხან ღიმილი ცრემლს.
გულს ახარებდა ბავშვების მადლიერება... ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ვულოცავთ ახალი გზის დასაწყისს და საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებთ“, - წერია დირექტორის, ირმა მენაბდის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: