„გილოცავთ და გისურვებთ ოცნებების ახდენას“ - მუხრანას საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური მილოცვა მეთორმეტეკლასელებს
23-05-2022
ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„მეთორმეტე კლასისთვის 20 მაისი განსაკუთრებულია, რადგან სკოლაში თქვენთვის ბოლო ზარი  დაირეკა. აღსანიშნავია, რომ თქვენ იწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს. მე, როგორც თქვენი კლასის დამრიგებელმა, სახიბა  ომაროვმა ნაყოფიერად გავატარე თქვენთან მუშაობის 6 წელი. გილოცავთ და გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენას, ბედნიერ და ლაღ მომავალს გისურვებთ“, - წერია პედაგოგის, სახიბა ომაროვას განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203