„წარმატებულ მომავალს გისურვებთ!​“-ოზნის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებულ მომავალს გისურვებთ! გესახელებინოთ სკოლის სახელი და ჩვენ, ოზნის საჯარო სკოლას გვეამაყოს თქვენით!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203