ეწრის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გააცილეს
23-05-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს დირექტორმა, იამზე ხვარეშიამ მიმართა და გზა დაულოცა.

ალბათ, სიმბოლურია, რომ სკოლამ ასევე მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203