„გვჯერა, ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით!“- თბილისის N61 სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
23-05-2022

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და გზა დაულოცეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლოჯერ დაირეკა სკოლის ზარი. ბედნიერი, ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღეა მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის. ჩვენ ერთად გავატარეთ 12 წელი! ერთად გავიზარდეთ, შევიცვალეთ, განვითარდით, გადავლახეთ ახალი გამოწვევები. ჩვენ გვჯერა, რომ ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით! გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას და ნათელ მომავალს“,- ვკითხულობთ „ბოლო ზართან“ დაკავშირებით სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203