მარნეულის N5 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულნი როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ისე სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობაში.
ახლახან მარნეულის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“, შემაჯამებელი ღონისძიება. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა ბავშვებისთვის შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა; პროექტის ფარგლებში გაეცნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ერთმანეთს გაუზიარეს აზრები, იმსჯელეს გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„დასკვნით ღონსიძიებას ესწრებოდნენ ახალი სკოლის მოდელის" და რესურსცენტრის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: