ღურტის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა
23-05-2022
„ბოლო ზარის“ ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მასწავლებლები მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ. 

„ბოლო ზარი“ დაირეკა ხულოს მუნიციპალიტეტის, ღურტის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები უსაყვარელს მასწავლებლებს ღონსიძიებით დაემშვიდობნენ. 

კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა. მათთვის ირეკება ბოლო ზარი... ზარის ხმა წკრიალით ბავშვობის დასასრულს ამცნობს...
წარმატებას გისურვებთ, ბავშვებო. წარმატებული მომავალი... სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრასა და მის წარმატებით დასრულებას გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203