სათხის საჯარო სკოლის მე-11 კლასში მრავალფეროვანი ღია გაკვეთილები ჩატარდა
23-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-11 კლასში რუსულ ენაში, თემაზე - „ფილმი - Забивание камнями“ და ფიზიკაში თემაზე - „ატომი“ ღია გაკვეთილები ჩატარდა.
გაკვეთილები ახალი მეთოდებისა და საინტერესო რესურსების გამოყენებით გაიმართა. მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პრეზენტაციასა და ვიდიომასალებზე მოსწავლეებმა თავად იმუშავეს.
გაკვეთილები საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრეებისთვის.
რუსული ენის მასწავლებელი ნუნე ჩოგანდარიანი, ხოლო ფიზიკის პედაგოგი აინაიდ სუკასიანი გახლავთ.