იფარის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
23-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად, შპს „ჯი თრეიდის“ დახმარებით სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები გაიმართა“.
„დიდი სიხარული ეწვიათ ბავშვებს, შპს „ჯი თრეიდი“ გვესტუმრა და მოგვაწყობინა არაჩვეულებრივი „მხიარული სტარტები“. მუსიკის თანხლებით სპორტული წარმოდგენები მართლაც დღესასწაულად იქცა მთელი სკოლისათვის - დიდები და პატარები, მასწავლებლები და მოსწავლეები - ყველანი ერთად ვმონაწილეობდით. იყო გულშემატკივრობა და შეძახილბი, ჟივილ-ყივილი, აღარ გვინდოდა დასრულებულიყო ჩვენი შეხვედრა.
სასწავლო დღის ბოლოს, რა თქმა უნდა, მაინც დავიშალეთ. გახარებული, მაგრამ უკვე დაღლილი ბავშვები, სკოლის დირექტორმა, ქ.ნმა ციცინი ფანგანმა ისევ გაახარა, ის დაპირდა მათ, რომ შეუძენდა მსგავს სპორტულ ინვენტარს ასეთი მხიარული დღეების თვითმოწყობისათვის სპორტის მასწავლებელთან ერთად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს