ტვიშის საჯარო სკოლიდან ოთხი მეთორმეტეკლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს
23-05-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უსურვეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

„ბავშვებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა. 20 მაისს ტვიშის საჯარო სკოლამ გააცილა და გზა დაულოცა ოთხ კურსდამთავრებულს: ანამარია ლაჭყეპიანს, ნიკოლოზ ლარცულიანს, გიორგი კენჭაძეს და ომარ მშვილდაძეს​. უფლის წყალობა, წინსვლა და წარმატებული ცხოვრების გზა მათ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203