ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლე ანა დანელიამ აკადემიური წერის კონკურსში I ადგილი დაიკავა
23-05-2022
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლე ანა დანელია ორბელიანის აკადემიის მიერ ორგანიზებულ აკადემიური წერის კონკურსში მონაწილეობდა და პირველი ადგილი დაიკავა.
პროექტის მიზანი იყო ხელი შეეწყო სკოლის მოსწავლეებში აკადემიური წერის პოპულარიზაციისათვის და დახმარებოდა მათ ანალიტიკური მსჯელობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. პროექტში ჩართული იყო 84 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პროექტში გამარჯვებული ანა დანელია დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და ფასიანი საჩუქრებით.
ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა ულოცავს ანა დანელიას პროექტში გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს. კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა და მასწავლებლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს