ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მე-12 კლასის მოსწავლეებს ულოცავს სკოლის დამთავრებას.

„დასრულდა 12 წლიანი სწავლება!“, „გვიყვარხართ და ხშირად შევხვდებით“, “წარმატებები მუდამ და ძალიან მოგვენატრებით ბავშვებო“, „გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება წინ კიდევ ახალი და შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ვიდრე აქამდე, უფრო რთული და საინტერესო ცხოვრების ბარიერები გაქვთ გადასალახი. გისურვებთ წარმატებებს თქვენი ცხოვრების გზაზე, ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატებების საიდუმლო თქვენს ხელშია! ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით ჩუმად ვადევნებთ თვალს თქვენ წარმატებებს და დავტკბებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203