„ფრენა არსაით გაგვიჭირდება“ - რიონის საჯარო სკოლასა და პედაგოგებს მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ
23-05-2022

სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ფრენა არსაით გაგვიჭირდება...“- ამ ფრაზით დაემშვიდობნენ რიონის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოწვეულ სტუმრებს მე-12 კლასის მოსწავლეები. სიყვარულიანი, მხიარული, ცრემლიანი და ემოციური იყო დღევანდელი „ბოლო ზარი“ ყველასთვის. განა იოლია გააცილო 12 წლის მანძილზე ხელიდან ხელში და გულიდან გულში ნატარები ბავშვები. დაე, წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს მათი ყოველი ნაბიჯი მომავალისაკენ!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203