ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ედელვაისის“ ორგანიზებით, რიგით მეორე იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა
23-05-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ედელვაისის“ ორგანიზებით 17 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში რიგით მეორე იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
იმიტირებულ სასამართლოს ესწრებოდა ქართველი იურისტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი, ბადიაურის სკოლის აღზრდილი, გიგლა აგულაშვილი, რომლისგანაც ძალიან საინტერესო რჩევები მიიღეს მონაწილე ახალგაზრდებმა.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება გარემოსდაცვითი სამართლის მიმართულებით, მიიღეს თეორიული ცოდნა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ და საბოლოოდ მისი პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცათ.
ბადიაურის საჯარო სკოლის, ეკოკლუბი „ედელვაისი“, აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოს დაცვის მიმართულებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს