დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ფუტკარაძემ საგნობრივ კონკურსში III ადგილი დაიმსახურა
23-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ კონკურსებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა ერთ-ერთმა წარჩინებულმა X კლასის მოსწავლემ, ნინი ფუტკარაძემ ასახელა.
შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხიჭაურის საჯარო სკოლაში, შუახევის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შორის, რაიონული საგნობრივი კონკურსების მეორე, დასკვნითი ტური ისტორიაში, სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიაში ჩატარდა.
სამოქალაქო განათლებაში კი 29 ქულით, III ადგილი ნინი ფუტკარაძემ დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს