კიროვაკანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
23-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება „ანბანის გაცილებას“ მიეძღვნა, რომელსაც კლასის დამრიგებელი შოღერ არუთუნიანი ხელმძღვანელობდა.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დღე გაულამაზეს. საკუთარი შემოქმედებითი უნარებით: მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მოხიბლეს.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები, იცეკვეს და გაითამაშეს სპექტაკლები.

ბავშვებს სამადლობელი სიტყვით სკოლის დირექტორმა, პეტროს აკოპიანმა მიმართა და ბედნიერი ბავშვობა, წარმატებული მომავალი უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203