ჩაისუბნის N2 სკოლის პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე საუკეთესო სურვილებით გააცილეს
23-05-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნესტან დავითაძე გახლავთ.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ წარმატებულ მომავალს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წარმატებებით ღირსეულად გაგეგრძელებინოთ ამ გზით სვლა, გესახელებინოთ მშობლიური სკოლა, თქვენი საყვარელი პედაგოგები და მშობლები, გვეამაყოს თქვენით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203