ზემო ნატანების საჯარო სკოლის მეორეკლასელი მარიამ აბრამიშვილი კომპიუტერულ პროგრამაში შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნის
23-05-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლემ, მარიამ აბრამიშვილმა კომპიუტერში, პროგრამა Paint-ში ნახატები შეასრულა.

მეორეკლასელის პედაგოგი კი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მარინა ზოიძე გახლავთ, რომელიც ნიჭიერი მოსწავლის შესახებ საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას აწვდის.

პედაგოგის თქმით მარიამი პროგრამაში ძალიან კარგად ფლობს: ფუნჯს, ფანქარს, ფიგურებს, ფერების და ჩასხმას. იმას, რასაც სხვა მოსწავლეები მე-5 კლასში სწავლობდნენ მარიამს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს.

პედაგოგს სურს წახალისების მიზნით სკოლის დასრულებამდე ნიჭიერი მოსწავლე სერტიფიკატით დააჯილდოვოს, რაც სხვებისთვის რა თქმა უნდა სტიმულის მიმცემი იქნება.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203