
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„20 მაისს ხანდოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთ ლამაზ თაობას დაულოცა გზა, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. გილოცავთ ჩემო უმცროსო მეგობრებო სკოლის დამთავრებას, წინ დიდი გზა გაქვთ გასავლელი და მინდა დაგილოცოთ ეს გზა და გისურვოთ ლამაზი მომავალი, წარმატება სწავლაში და შრომაში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: