
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დარეკა.
კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უსურვეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის დამთავრებას ვულოცავთ საქართველოს ყველა მე-12 კლასელს, ვუსურვებთ მშვიდობიან, საქართველოში ცხოვრებას. დიდი სიყვარულითა და მშობლიური გრძნობით, განსაკუთრებით გვინდა მოგილოცოთ თქვენ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, გილოცავთ და ულევი სიხარული დაგბედებოდეთ ახალი ცხოვრების გზით მავალებს!!,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: