აკაკი შანიძის 135 წლის იუბილეს ნოღის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა
23-05-2022
აკაკი შანიძის სახელობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში; მათთვის მნიშვნელოვანია, მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ სხვადასხვა აქტივობით საკუთარი წვლილი შეიტანონ თანატოლების ცნობიერების ამაღლებაში.

ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ლომის წილი ნოღის საჯარო სკოლის პედაგპგებსა და დირექციას მიუძღვის, რისი დასტურიცაა აკაკი შანიძის 135 წლის იუბილისადმი მიძღვნილი  შთამბეჭდავი ღონისძიება; ადგილობრივმა მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და ეს დღე ოქროს ასოებით ჩაწერეს აკაკი შანიძის სახელობის ნოღის საჯარო სკოლის ისტორიაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203