„ბოლო ზარი“ და ემოციების ზღვა - ახკერპის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს დაემშვიდობა
23-05-2022
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მასწავლებლები მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

„ბოლო ზარი“ დაირეკა მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახკერპის საჯარო სკოლაშიც - მე-12 კლასის მოსაწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება და ასე დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.

იყო ემოციების ზღვა, თეთრ პერანგებზე წაწერილი საუკეთესო სურვილები, სიხარულის ცრემლი და დიდი სევდა, რომელიც სკოლის დამთავრებას ყოველთვის ახლავს.

ახკერპის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საზოგადოებამ, დირექციასთან ერთად, გზა დაულოცა უკვე ყოფილ მოსწავლეებს და  წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომლის ზღრუბლსაც სკოლის დასრულებისთანავე გადააბიჯეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203