ფოთის N12 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს; მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, იმავდროულად კი, თავად სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ხელმძღვანელობა, მუდმივად ცდილობენ, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს, იზრუნონ თვითგანვითარებასა და წინსვლაზე.პროექტის - „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში - ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორმა, პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„შეხვედრაზე განხილულ იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები და თვითშეფასების კითხვარი, რომლის განხილვის შემდეგაც გაიმართა დისკუსია სკოლაში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლამ არ უნდა განიხილოს თვითშეფასება, როგორც განკერძოებული მოვლენა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება.
თვითშეფასება უნდა იყოს სკოლის მუშაობის დაგეგმვისა და შეფასების მიმდინარე პროცესის განუყოფელი ნაწილი. თვითშეფასების ანგარიშში მკაფიოდ და ზუსტად უნდა აისახოს შეფასების მომენტში სკოლაში არსებული ვითარება, ასევე მომავლის ხედვაც.
მნიშვნელოვანია გარკვევა, აღწევს თუ არა სკოლა დასახულ მიზნებს
- გარკვევა, თუ რამდენად მიაღწია სკოლამ სასურველ შედეგებს
- გაცნობიერება, თუ რა შედეგები მოიტანა ამა თუ იმ აქტივობამ
- წარმოჩენა, გაამართლა თუ არა დასახულმა სტრატეგიამ
- დაშვებული შეცდომების და ხარვეზების წარმოჩენა
- გამოცდილების გაზიარება
- სამომავლო გეგმების დასახვა
- რესურსების სწორი განკარგვა
ასევე გარკვევა, აღწევს თუ არა სკოლა დასახულ მიზნებს
- გარკვევა, თუ რამდენად მიაღწია სკოლამ სასურველ შედეგებს
- გაცნობიერება, თუ რა შედეგები მოიტანა ამა თუ იმ აქტივობამ
- წარმოჩენა, გაამართლა თუ არა დასახულმა სტრატეგიამ
- დაშვებული შეცდომების და ხარვეზების წარმოჩენა
- გამოცდილების გაზიარება
- სამომავლო გეგმების დასახვა
- რესურსების სწორი განკარგვა
თვითშეფასების პროცესი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილებულ იქნა ფუნქციები, განისაზღვრა თვითშეფასების ხელსაყრელი მექანიზმები. სამუშაო ჯგუფი შეუდგა საჭირო ინფორმაციის , მტკიცებულებებისა და აუცილებელი მონაცემების შეგროვებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: