ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობენ
23-05-2022
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ არიან ჩართული.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე პროექტში სკოლის მე-11 კლასის 3 მოსწავლე - მარიამ რუხვაძე, ნინო კახიძე და ნინი გორგოძე მონაწილეობენ.

ისინი პირველ სამუშაო ტრენინგ-შეხვედრას დაესწრნენ, სადაც მოსწავლეებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორცაა განსხვავება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზება, თვითმმართველობის სტრუქტურა და უფლებამოსილების სახეები.

მოსწავლეები შეხვედრის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ.

„შეხვედრა აქტიურ სამუშაო ფორმატში 12-დან 17:00-საათამდე გაგრძელდა. მონაწილეების თქმით, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს რაიმე პოზიტიური ცვლილება მოიტანონ საზოგადოებაში, ამგვარი ტრენინგების გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203