დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლე თიკა ფიფია ღონისძიებაზე კორეულ ენაზე სიტყვით გამოვიდა
23-05-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლე თიკა ფიფია 18 მაისს საქართველოსა და კორეის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე კორეულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა კორეული ენისადმი თავის დამოკიდებულებასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის შემდეგ მონაწილეებთან ერთად დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ნიშნად კურსების წარმატებით დასრულებისა და ღონისძიებაში აქტიური თანამშრომლობისთვის.
„ვულოცავთ თიკას ამ წინსვლას და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს