თბილისის N89 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა
23-05-2022
თბილისის N89 საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს ემშვიდობება. კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა; ბავშვები უსაყვარელს პედაგოგებს გამოეთხოვნენ, ერთმანეთის თეთრი პერანგები წარწერებით დამშვენეს და ბუნებრივია, ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ ცხოვრებას“, - ასე მიულოცა მშობლიურმა სკოლამ მოსწავლეებს მე-12 კლასის, საშუალო საფეხურის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასხვლა.
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მასწავლებლები მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს