თელავის N8 საჯარო სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებს დირექციამ და პედაგოგებმა მიულოცეს
23-05-2022
თელავის N8 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცეს და 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203