დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სკოლის დასრულება წელს სამმა კურსდამთავრებულმა იზეიმა. მოსწავლეები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, გარემოს, სადაც თორმეტი წელი გაატარეს გამოემშვიდობნენ
პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ კურსდამთავრებულებს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვეს.
„იყო უამრავი ემოცია, ღიმილი, სიხარული...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: