არეშფერანის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
არეშფერანის საჯარო სკოლა საქართველოს ყველა მეთორმეტეკლასელებს ულოცავს სკოლის დასრულებას, უსურვებს წინსვლას და წარმატებებს.
„სკოლის დასრულებით ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და მათთვის სხვა ცხოვრება იწყება. ჩვენი სკოლის მოსწავლეების თამადობით ყველა აბიტურიენტს წარმატებებს ვუსურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და დასახული მიზნების ასრულებას.
20 მაისი ბოლო ზარის დღე იყო. არეშფერნის სკოლის მოსწავლეებმაც ჩვეულებისამებრ დარეკეს „ბოლო ზარი“ და ბედნიერად, ჟივილ-ხივილში გაატარეს სკოლის ბოლო დღე.
კლასის დამრიგებელმა და სკოლის დირექტორმა, სტელა გიგოლაევამ მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს