
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ და მათ მასწავლებლები აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს უტარებენ.
ამჯერად, ფიზიკაში ღია გაკვეთილი მე-7 კლასში ჩატარდა. მის მიმდინარეობას პედაგოგი ქეთევან დოლიძე უძღებოდა.
მოსწავლეები გაკევთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსები გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: