წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვან თარიღებს მუდამ ხალისით აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტი - „ეროვნული სამოსელი ქართული კულტურის ნაწილია “განხორციელდა, რომელიც მეექვსე კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ჭანტურიამ, საბა ქარდავამ, ლუკა ფიფიამ და ლიზი ციმინტიამ წარმოადგინეს. პროექტის ხელმძღვანელი ისტ მასწავლებელი ნინო სვანიძე გახლავთ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიისა და სახეობების გაცნობა . მოეწყო ქართული სამოსის ფოტოგამოფენა, მოსწავლეებმა microsoft powerpoint-ში წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსლის ისტორია, აღწერა, მოსწავლეები და მასწავლებლები წარსდგნენ ეროვნული სამოსელით; პროექტის მხარდამჭერი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მთვარისა ფიფია გახლდათ, ხოლო წარდგენას ესწრებოდნენ დაწყებითი განათლების მასწავლებლები - ირინე მატუა და თამარ აქირთავა.ასევე, მე-2, მე-3 და მე-7 კლასების მოსწავლეები.
პრეზენტაციის ბოლოს მასწავლებელმა, ნინო სვანიძემ პროექტის საინტერესოდ წარდგენისთვის მსმენელებს და პრეზენტატორებს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები: