„გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით“ - სახალვაშოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
23-05-2022
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
სახალვაშოს საჯარო სკოლა ულოცავს 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ულამაზესი ეტაპის დასრულებას. უსურვებს წარმატებითა და გამარჯვებით სვლას მომავლისაკენ, სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების შინაარსიანად რეალიზებას და ოცნების ახალი მწვერვალების დაპყრობას. სკოლა ამაყია, რადგან წელს სკოლას ამთავრებს გიორგი დიასამიძე, ედნარ დიასამიძის შვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა და სკოლა მისი სახელობისაა.
„გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით ჩვენი საყვარელი სკოლის კედლებში დაფრთიანებულო გოგო-ბიჭებო!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს