წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები პოსტერებად აქციეს
23-05-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. 

მოსწავლეებს „ვეფხისტყაოსნიდან“ სასურველი აფორიზმი უნდა შეერჩიათ და მასზე პოსტერი შეექმნათ. 

მეექვსეკლასლები დავალებას დიდი მაპუხისმგებლობით მოეკიდნენ და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. გაკვეთილის მიმდინარეობას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და კლასის დამრიგებელი (თ.ივანეიშვილი) ესწრებოდნენ, ისინი მოსწავლეთა ნამუშევრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ და მათი საჯაროდ გამოფენა გადაწყვიტეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ქართულ ენასა და ლიტერატურის მასწავლებელის (ს.ქობალია) ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„მოსწავლეები გულისყურით მოეკიდნენ შესასრულებელ დავალებას, გაიარეს კომპლექსური დავალების ეტაპები და დაამუშავეს რესურსები. შემდეგ კი შთამბეჭდავად წარმოაჩინეს საინტერესო ნაშრომები და შექებაც დაიმსახურეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203