ვაჭევის საჯარო სკოლას მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ
23-05-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.