მაღლაკის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე პულსისა და წნევის გაზომვა ისწავლეს
23-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ. ასევე, არაფორმალურ განათლებასაც იღებენ.
ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს, შედეგად კი პულსისა და წნევის გაზომვა ისწავლეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მათი ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ფხაკაძე იყო. მისმა გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს