ნენიის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში II ადგილი მოიპოვა
23-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ნენიის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ დიდ წარმატებას მიაღწია და მეორე ადგილი დაიმსახურა.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და აჭარის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით სასკოლო მუნიციპალური ჩემპიონატები ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?" გაიმართა.
ჩემპიონატები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
7 მაისს, ფინალური ჩემპიონატი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პირველი და მესამე ადგილი ბათუმის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი - ნენიის საჯარო სკოლის გუნდმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს