ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, სალომე ლორთქიფანიძემ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგის სალომე ლორთქიფანიძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს ტრენერი აკვირდებოდა.
საჩვენებელი გაკვეთილი VI კლასში ქართულ ენისა და ლიტერატურაში ჩატარდა. მისი თემა მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, კონკრეტულად კი ერთ-ერთი თავი „ტომის დასჯა“ იყო.
გაკვეთილს, USAID-ის განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერ-მასწავლებელთა მხარდამჭერი ტრენერი მანანა თავდგირიძე აკვირდებოდა.
„პოზიტიური სასწავლო გარემო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით მივაღწიე დასახულ მიზანს.
„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის" ფარგლებში 2020 წლიდან დღემდე, არაერთი აქტივობა განხორციელდა, სწორედ ამიტომ უღრმესი მადლობა პროექტს და მის თითოეულ წევრს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნათია მაკარაძეს“,- წერს პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე.
იხილეთ ფოტოები: