ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს
20-05-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში მეთორმეტეკლასელებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და ემოციური სიტყვებიც წარმოთქვეს.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
ღონისძიებას ლაიტმოტივად ბედნიერი, თუმცა სევდანარევი მომენტებიც გასდევდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს