ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პროექტის საერთაშორისო წარმატება
20-05-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პროექტი „ითვინინგის“ 2022 წლის საუკეთესო პროექტი გახდა.
პროექტმა The DISCONNECT - Dive Into Social Communities Or Networks Navigating Everyday Completely Truthfully - ხარისხის ეროვნული და ევროპული ნიშნების მოპოვების გარდა, აღიარება „ევროპული მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ 68-ე ევროპულ კონკურსზეც დაიმსახურა. მიმდინარე წელს კონკურსის თემა „ციფრული ცხოვრება“ იყო, პროექტმა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
აღნიშნულ პროექტს სკოლა გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის სკოლებთან თანამშრომლობით ახორციელებდა.
სკოლამ პროექტი eTwinning Prizes 2022-ზე წარადგინა, სადაც 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ასევე პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა რამდენიმე ასეულ პროექტს შორის.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები, ხოლო მასწავლებლებს საჩუქრებთან ერთად, ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.
„გამარჯვება ასევე მოიაზრებს გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, რომლებიც COVID19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე წელს ონლაინ ჩატარდება. მათ შორისაა eTwinning-ის 2022 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე დასწრება და ამავე კონფერენციის ვორქშოფებში მონაწილეობა, რომლებიც მ/წლის შემოდგომაზე გაიმართება აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში საქართველოში 2015 წლის შემდეგ გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, რაც აღნიშნულ მიღწევას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს ჩვენი სკოლისათვის. სკოლის სახელით, მოსწავლეებთან ერთად დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს - თემურ ჯვარშეიშვილსა და რუსუდან კარკაძეს ამ ჯილდოს მოპოვებისათვის!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს