„რა არის მოძრაობა?“- თბილისის N103 საჯარო სკოლის IV კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
20-05-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის IVბ კლასში გაკვეთილი თემაზე - „რა არის მოძრაობა?“, ჩატარდა.
გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, პედაგოგ თინა ქიზიყურაშვილის ხელმძღვანელობით დაიგეგმა. მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მარინა ზუმბაძე მიიწვიეს. ის მოსწავლეებს თემის გარშემო ვრცლად ესაუბრა.
გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„გაკვეთილი დატვირთული იყო ცდებით და სხვადასხვა აქტივობებით. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მარინა მასწავლებელს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი გაკვეთილისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს